პროექტის სახელწოდება
|
გეომეტრია და არქიტექტურა
|
პროექტის მთავარი იდეა
(თემა) 1-2 წინადადებით
|
თემა:
სივრცული ფიგურები .
მოსწავლეები მოაწყობენ ლაშქრობებს და გამოიკვლევენ თავისი
რაიონის ისტორიული
ძეგლებს.
|
პროექტის აქტუალობა
|
მოსწავლეები შეიძენენ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს იმის შესახებ თუ როგორ
გამოიყენონ მათემატიკა (გეომეტრია) სხვადასხვა კვლევებისათვის რეალურ ცხოვრებაში.
|
პროექტის მიზნები
|
გეომეტრიული ფიგურების ამოცნობა, მათი სახეობების შედარება და კლასიფიცირება.
გეომეტრიული ობიექტების
წარმოდგენა ამოცანის კონტექსტის შესაბამისად.
დასმული ამოცანის
ამოსახსნელად საჭირო თვისობრივი და რაოდენობრივი მონაცემების მოპოვება.
|
მონაწილეთა ასაკი
|
VII კლასი
|
ვადები-ხანგრძლივობა
|
3 თვე
|
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას
|
ისტორიული ძეგლების კვლევის შედეგად (ვიზუალური
დათვალიერება, გადაღებული ფოტომასალა) მოცემული
ხედების მიხედვით
დაადგინონ რა სივრცული
ფიგურებია გამოყენებული ძეგლებში.
მოახდინონ გაზომვები და შედეგების ორგანიზება ცხრილებში.
ის ზომები რომელთა გაზომვა შეუზლებელია,
მოიძიონ. (ინტერნეტი, კომპეტენტური პირები)
შეადგინონ სივრცული ფიგურების შესაბამისი ნახაზები.
გამოთვალონ ფიგურების ზედაპირის
ფართობი .
თემასთან დაკავშირებით შექმნან ვიდეო და გრაფიკული მასალა.
შეადგინონ პრეზენტაციები.
|
უნარ-ჩვევები
|
ამ პროექტზე
მუშაობით მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ ანალიტიკური აზროვნების,
სინთეზური აზროვნების,შემოქმედებითი და კრიტიკული
აზროვნების უნარ-ჩვევები, ისწავლიან
პროექტზე მუშაობას,
შეისწავლიან სხვადასხვა
კომპიუტერულ პროგრამებს.
|
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები
|
კომპიუტერული ლაბორატორია (ინტერნეტი), გაზომვითი სამუშაოებისათვის საჭირო
ხელსაწყოები, ფოტო და ვიდეო აპარატი.საკანცელარიო ნივთები.
|
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები)
|
მოსწავლეები აწყობენ ლაშქრობებს, იკვლევენ თავისი
რაიონის ისტორიულ
ძეგლებს,ახდენენ
მათ კლასიფიკაციას(არქიტექტურული სტილის,
მათემატიკური
მახასიათებლების მიხედვით).
მოსწავლეები არქიტექტურულ ძეგლებში
მოცემული ხედების
მიხედვით იკვლევენ
სივრცულ ფიგურებს, აწარმოებენ გაზომვით სამუშაოებს, იღებენ ინტერვიუებს იმ
კომპეტენტური
პირებისაგან, რომლებიც
გარკვეულ ინფორმაციას ფლობენ
საკვლევი თემის
ირგვლივ და ქმნიან და ავსებენ სამუშაო
ფურცლებს(ცხრილებს),შედეგად ქმნია
ნახაზებს და დიაგრამებს.
აგროვებენ და იღებენ სურათებს, იღებენ ვიდეო მასალას, ქმნიან ელექტრონულ
პორტფოლიოს.
ამზადებენ პრეზენტაციებს.
|
საგნებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი
|
მათ. VII.9. მოსწავლეს შეუძლია გეომეტრიული ფიგურების ამოცნობა,
მათი სახეობების შედარება და კლასიფიცირება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· არქიტექტურისა
და ხელოვნების ნიმუშებში ან მათ ილუსტრაციებში, ყოფითი დანიშნულების საგნებში ასახელებს
მისთვის ნაცნობ გეომეტრიულ ფიგურებს ან მათ ნაწილებს;
· ასახელებს
ფიგურას მისი ნიშან-თვისებების მიხედვით, მსჯელობს ფიგურის ამოსაცნობად მათი საკმარისობის/არასაკმარისობის
შესახებ.
მათ. VII.10. მოსწავლეს შეუძლია გეომეტრიული ობიექტების
წარმოდგენა ამოცანის კონტექსტის შესაბამისად.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· აგებს დასმული
ამოცანის შესაბამის ნახაზს და ადეკვატურად იყენებს ასოით აღნიშვნებს;
მათ. VII.14. მოსწავლეს შეუძლია დასმული ამოცანის ამოსახსნელად
საჭირო თვისობრივი და რაოდენობრივი მონაცემების მოპოვება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
მათ. VII.15. მოსწავლეს შეუძლია თვისობრივი და რაოდენობრივი
მონაცემების მოწესრიგება და წარმოდგენა დასმული ამოცანის ამოსახსნელად
ხელსაყრელი ფორმით.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
|
პროექტის ხელმძღვანელი
|
ნანი კელენჯერიძე
|
მასწავლებლის ბლოგი
Monday, June 23, 2014
პროექტის გეგმა
Subscribe to:
Comments (Atom)